"ნაცემია, თავის არეში და ტანზეც აქვს დაზიანება" - ნაცემი მომიტინგე გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს

13.05.24 17:13
"ნაცემია, თავის არეში და ტანზეც აქვს დაზიანება" - ნაცემი მომიტინგე გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს

სასტიკი ანგარიშსწორების კიდევ ერთი მსხვერპლი გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს - პარლამენტთან დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ის ახლა დიღმის სამმართველოდან ღუდუშაურის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ადამიას რამდენიმე სპეცრაზმელი უსწორდებოდა და მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. 

ნაცემია. თვალი აქვს დაზიანებული და ნაცემია მაგრად. თავის არეში და ტანზეც აქვს დაზიანება," - ამბობს ადამიას ახლობელი.  

შენიშვნა: ფოტო -thetimes 

მსგავსი სიახლეები