"შეიძლება ისეთი ნაცემია, რომ ვერ გადაჰყავთ იზოლატორში" - დაკავებული მომიტინგის მალხაზ გორგიძის მეგობარი

13.05.24 17:17
"შეიძლება ისეთი ნაცემია, რომ ვერ გადაჰყავთ იზოლატორში" - დაკავებული მომიტინგის მალხაზ გორგიძის მეგობარი

"შეიძლება ისეთი ნაცემია, რომ ვერ გადაჰყავთ იზოლატორში" - ამის შესახებ პარლამენტთან დაკავებული და სასტიკად ნაცემი მალხაზ გორგიძის მეგობარი საუბრობს.

ამ დრომდე გორგიძე არცერთ იზოლატორში შესახლებული არ არის, არადა ის დილითვე დააკავეს სამართალდამცავებმა პარლამენტთან.

გორგიძის მეგობრის თქმით, 10-მდე სპეცრაზმელი ურტყამდა მის მეგობარს და ეჭვობს, რომ შესახლება ჭიანურდება სწორედ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტის გამო.

წესით და კანონით უნდა იყოს შესახლებული იზოლატორში, ჯერჯერობით, რაც დავადგინეთ იზოლატორში არ არის გადაყვანილი. რა თქმა უნდა, ნაცემია, შეიძლება ისეთი ნაცემია, რომ ვერ გადაჰყავთ იზოლატორში,“ - ამბობს გორგიძის მეგობარი.

მსგავსი სიახლეები