აქციაზე დაკავებულია ირაკლი ზარქუა - რა ინფორმაცია აქვს მის მეუღლეს

13.05.24 17:20
აქციაზე დაკავებულია ირაკლი ზარქუა - რა ინფორმაცია აქვს მის მეუღლეს

პარლამენტთან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულია მომიტინგე ირაკლი ზარქუა. მის მეუღლეს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რა დროს აიყვანეს სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრი.

დააკავეს ჩემი მეუღლე ირაკლი ზარქუა. არ ვიცი, რომელ საათზე მოხდა დაკავება, არაფერი არ ვიცი. არც რამე გაგვაგებინეს,“ - ამბობს დაკავებულის მეუღლე.

დღეს პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული. ადვოკატები, ვინც მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს, ამბობენ, რომ მომიტინგეებს დაკავების დროს სამართალდამცავები უსწორდებოდნენ.

"პირველების" კამერამ არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებს უსწორდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, სპეცრაზმელები არიან და ისინი უსწორდებიან სასტიკად დემონსტრანტებს.

პოლიცია აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს
სპეცერაზმი ძირსდაგდებულ მოქალაქეებს გამეტებით, ჯგუფურად ურტყამს - უძიმესი ვიდეო
ხელებშეკრული ადამიანები პარლამენტის უკანა შესასვლელთან - დაკავებები გრძელდება
პარლამენტთან სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს
"ერთ კაცს 9 სპეცრაზმელი ურტყამს" - ჭიჭინაძის და ჟვანიას ქუჩების კვეთაზე ვითარება პერიოდულად იძაბება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - გომელაურის უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები