ივანიშვილის სპეცრაზმის სისასტიკის მტკიცებულებები - "ტვ პირველმა" ანგარიშსწორების ფაქტები გადაიღო

13.05.24 20:29
ივანიშვილის სპეცრაზმის სისასტიკის მტკიცებულებები - "ტვ პირველმა" ანგარიშსწორების ფაქტები გადაიღო

 

 

ივანიშვილის სპეცრაზმის სისასტიკის მტკიცებულებები - "ტვ პირველის" კამერების ობიექტივში მოხვდა ანგარიშსწორების რამდენიმე ეპიზოდი. ვიდეომასალაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაიღო, ჩანს, როგორ მიათრევენ ცემა-ცემით სპეცრაზმელები დემონსტრანტებს, ათრევენ წრეში და უსწორდებიან. დღეს ოლიგარქის რეჟიმი რუსული კანონის მოწინააღდეგეების მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდა. ერთ ადამიანს წიხლებით და მუშტებით 10 ან, ზოგიერთ შემთხვევაში, 10-ზე მეტი სპეცრაზმელი უსწორდებოდა.

ყველა დაკავებული სასტიკად არის ნაცემი. მათ შორის არის გურამ ადამია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა და დაზიანებები იმდენად ვეღარ დამალეს, რომ იძულებული გახდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაეყვანათ.  

სასტიკად არის ნაცემი პარლამენტთან დაკავებული რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი. მას მძიმე დაზიანებების სხეულზე ამ დრომდე აღენიშნება. დაკავებულები იზოლატორში შესულ ადვოკატებს უყვებიან, რომ სპეცრაზმელებმა სრულიად უმიზეზოდ ჯერ დააკავეს, შემდეგ კი უმოწყალოდ სცემეს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები