საქართველოში მილიციური რეჟიმია -ლევან ხაბეიშვილი

14.05.24 13:56
საქართველოში მილიციური რეჟიმია -ლევან ხაბეიშვილი

საქართველოში მილიციური რეჟიმია, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებაში არა ივანიშვილი და მისი პარტია, არამედ ხარება და მისი სპეცრაზმია.  

„დიტო სამხარაძე, ზოგადად მოძალადეობრივი განცხადებებით და მოქმედებებით გამოირჩევა. ის აორგანიზებს ხალხს, რომ სახლში უვარდებიან.  უნდა ესმოდეს, რომ როგორც მთავარი ორგანიზატორი , როგორც კი საქართველოში იქნება კოალიციური მთავრობა ხალხის მიერ არჩეული, მას მოუწევს პასუხისგება.“ - ამბობს ხაბეიშვილი. 

„მილიციური რეჟიმია საქართველოში დამყარებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს სახლებში უვარდებიან - უკაცრავად და ეს დიტო სამხარაძის და ამ გუნდის დაორგანიზებულია, ისინი არც მალავენ ამას. შესაბამისად, ცხადია გამოიწვია გაღიზიანება, როდესაც ამაზე ვსაუბრობ ღიად, რომ ეს ადამიანები ძალადობენ. 

როდესაც ლაპარაკობენ სარწმუნოებაზე, აღდგომის კვირაში დასდევდნენ ადამიანებს სახლებში, ქალებს, ცოლებს, ბავშვებთან ერთად სცემდნენ, ეს ხომ ყველამ ვნახეთ. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ძალა ხალხშია , ძალა ევროპაშია! აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთი ხელის გაწვდენაზეა ეს გამარჯვება დარწმუნებული ვარ, ამიტომ კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია, კიდევ უფრო მეტი ერთობა, მშვიდად, წყნარად. ესენი ღიზიანდებიან, გიჟდებიან ადამიანების სიმშვიდეზე. 

თქვენ ნახეთ, მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ სახლებში რატომ უვარდებით. კანონი, რომელსაც იღებენ სახანძრო ავტომობილით , რობოკოპებით, ლამის ტანკები გამოიყვანონ ახალგაზრდების წინააღმდეგ, სპეცდანიშნულების რაზმები ჰყავთ მობილიზებული - ეს არ არის ხალხისთვის, თან ხომ ცინიზმია ხალხს ეუბნებიან - აი თქვენთვის ვიღებთ ამ კანონს და ამასობაში ხალხს სახის ძვლებს უმტვრევენ. ამ ახალგაზრდების სახის და ცხვირის ძვლები შეხორცდება, მათი რეპუტაცია აღარასდროს აღარ აღდგება და ვეღარ შეხორცდება, ვგულისხმობ ხელისუფლებას. 

რაც შეეხება სამხარაძეს, ზოგადად მოძალადეობრივი განცხადებებით და მოქმედებებით გამოირჩევა. ის აორგანიზებს ხალხს, რომ სახლში უვარდებიან. ამიტომ დიახ, ამაზე ღიად ვუთხარი და უნდა ესმოდეს, რომ როგორც მთავარი ორგანიზატორი , როგორც კი საქართველოში იქნება კოალიციური მთავრობა ხალხის მიერ არჩეული, მას მოუწევს პასუხისგება. ისიც ვუთხარი, რომ მიმტევებელია ქართველი ხალხი და ცხადია, მათ ფიზიკურად არავინ არასდროს შეეხება , იმიტომ რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არავისი ფიზიკური დაზიანება, ისედაც ქვეყანას აზიანებენ ფიზიკურადაც მათ შორის და ჩვენ ეს ტკივილი გვაწუხებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის იმიჯი ზიანდება ყოველდღიურად. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველას მოვუწოდებ გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი!“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა