ჯიმ ო'ბრაიენმა სანქციები დააანონსა

14.05.24 21:03
ჯიმ ო'ბრაიენმა სანქციები დააანონსა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. 

ჯიმ ო'ბრაიენს დღეს არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. 

რამდენიმე წუთის წინ, "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.

თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ამგვარი ტიპის რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

მარტივი მაგალითისთვის აშშ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის გამოყო 390 მლნ დოლარი, აქედან ნაწილი მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის საკითხების, ინსტიტუტებს მშენებლობას, ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თუკი შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრება უკვე მოწინააღმდეგე და არა მოკავშირედ.

თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძელდება ძლადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, იქნება ფინანსური და მგზავრობის შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან მათი და მათი ოჯახების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე, - თქვა ობრაიენმა. 

 

მსგავსი სიახლეები