ომბუდსმენი: კონსტანტინე თოხაძე გამოუშვეს

14.05.24 23:23
ომბუდსმენი: კონსტანტინე თოხაძე გამოუშვეს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კონსტანტინე თოხაძე გამოუშვეს. თოხაძე გმირთა მოედანზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

ის დაკავების დროს პოლიციელებს უხსნიდა, რომ შეუძლოდ იყო, თუმცა სამართალდამცავებს მისი ნათქვამი არ გაუთვალისწინებიათ და ის ძალის გამოყენებით დააკავეს.

ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ ჰქონდათ ინფორმაცია სად ჰყავდათ თოხაძე და ამბობდნენ, რომ მას ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს.

მსგავსი სიახლეები