"აქციაზე ბიტებით შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ" - რა ვიდეოს ავრცელებენ აქტივისტები?
ე.წ. ტიტუშკების პროვოკაცია რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე? - აქტივისტები "პირველებს" უყვებიან, რომ რამდენიმე წუთის წინ, აქციაზე ავტომობილი გამოჩნდა, საიდანაც ე.წ. ბიტებით შეიარაღებული ადამიანები გადმოვიდნენ.
მას შემდეგ კი, რაც ახალგაზრდებმა მობილიზება და კადრების გადაღება დაიწყეს, უცნობი პირები ადგილიდან გაიქცნენ.
კადრებში, რომელიც "პირველებს" გამოუგზავნეს, ჩანს, შავი, დაბურულმინებიანი "მერსედესის" ავტომობილი.