"უსამშობლოები" - ზარქუა დაანონსებულ სანქციებში ოპოზიციის ბრალეულობას ხედავს
ო'ბრაიენის მიერ დაანონსებული აქციების სემდეგ "ქართული ოცნება" ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს. ირაკლი ზარქუა ამაშიც ოპონენტების ბრალეულობას ხედავს და ამტკიცებს, რომ "უსამშობლოები" აშშ-ს სთხოვენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.
პარტნიორებს ეუბნებოდე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიანიჭოთ, იმიტომ, რომ შემდეგ არჩევნებს ვერ მოვიგებთო... ჩვენ გვახსოვს სამადაშვილები და ბევრი სამადაშვილი ჰყავთ და ასეთი უსამშობლოები. ასე რომ, მათი აზრი ნაკლებად საინტერესოა, უმცირესობები არიან, აქედან გამომდინარე, უსამშობლოების ინტერესი და აზრი გასაგებია ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწიმ "ქართულ ოცნებას" სანქციები დაუანონსა. ჯიმ ო'ბრაიენს გუშინ არ დაუმალავს, რომ თუ შემოთავაზებული კანონი არ შეიცვლება, შეზღუდვები იქნება. "ქართულ ოცნებას" ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები დაუანონსეს.
ამერიკელი მაღალჩინოსანი გარკვევით ამბობს, რომ თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს.