სპეცოპერაცია ქსნის ქუჩაზე -რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ოფისში პოლიცია შევიდა
სპეცოპერაცია რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ოფისში - ამ წუთებში ქსნის 12 ნომერ-ში ჩხრეკა ვიდეოწარმოების კომპანია "ლიმონში" მიმდინარეობს.
შპს "ლიმონი" ამერიკის სამთავრობო სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით მუშაობს და ვიდეორგოლებს ქმნის.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, კომპანიის ოფისში გადაღება მიმდინარეობდა, როდესაც იქ კრიმინალური პოლიცია შევიდა. თვითმხილველთა თქმით, ხალხი ერთი ოთახში ჩაკეტა და საგამოძიებო მოქმედებები დაიყო.
"რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა"- ეს არის ერთადერთი ვერსია, რომელიც ადგილზე მყოფ ხალხს აქვს.
ადგილზე მყოფი პოლიცია განმარტებებს არ აკეთბს.
კომპანია "ლიმონის" წილის 100%-ს გიორგი ოკმელაშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც.