ხელი დამარტყეს, იგინებოდნენ და მემუქრებოდნენ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს თავს დაესხნენ

15.05.24 18:34
ხელი დამარტყეს, იგინებოდნენ და მემუქრებოდნენ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს თავს დაესხნენ

თავდასხმა კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტზე - ნაცემია ირაკლი მილაძე, სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში შეხვედრას რუსული კანონის  წინააღმდეგ აწყობდა.

სტუდენტის თქმით, აგრესიულმა  დაჯგუფებამ, რომელიც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები არიან, შეხვედრის დარდულების შემდეგ მას ჩასაფრება მოუწყვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აგინეს. 

ირკვევა ისიც, რომ თავდასხმის შემდეგ მილაძემ ერთ-ერთ თავდამსხმელს, წიწაკის სპრეი შეასხა და ადგილიდან გაიქცა. საბოლოოდ, ძალადობაში მონაწილე პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

უნივერსიტეტში ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. გვაინტერესებდა, ამ აქციებთან დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდათ მათ. შევჯერდით რაღაც საკითხებზე და როცა გამოვდიოდი აუდიტორიიდან, რამდენიმე შავებში ჩაცმული სტუდენტი, რომელიც ამავე თვითმმართველობის წევრები არიან, მთხოვდა გვერდით გავსულიყავი, მეუბნებოდნენ, რომ სალაპარაკო ჰქონდათ. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტის გვერდზე გასვლაზე უარი ვუთხარი, ერთ-ერთმა დამარტყა. ამ დროს წიწაკის სპრეი გამოვიყენე. უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში შევვარდი. 50 ადამიანი მოვარდა, წრე შემოარტყეს სახლს, იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ"- აცხადებს სტუდენტი. 

რატომ ვერ უზრუნველჰყოფს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების უსაფრთხოებას? - "პირველებმა" ეს კითხვა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს დაუსვა. 

ირაკლი ფარესაშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ ინცინდენტში მონაწილე პირები თვითმმართველობის წევრები არიან, თუმცა პასუხისმგებლობას ირაკლი მილაძეს აკისრებს და "პრობოკაციაზე" საუბრობს. 

ფარესაშვილი ამტკიცებს, რომ სტუდენტზე ძალადობა უნივერსიტეტის სივრცეში არ მომხდარა. 

იყო მცირე პროვოკაცია მოწყობილი, რასაც ბუნებრივია მოჰყვა გარკვეული რეაგირება. უნივერსიტეტის ტერიტპრიაზე არავის არავისთვის ხელი არ დაუკარებია. ჩვენ ამის ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს. ვიდეო კადრებში რომელიც გვაქვს, პროვოცირებას ახდენს ის პირი, ვინც აცხადეს, რომ თავს დაესხნენ"- აცხადებს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. 

თემის გაშუქების დროს,   კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების თავდასხმის ობიექტი გახდა თავად "ტვ პირველი". 

სტუდენტი "პირველების" რეპორტიორს პირდაპირ ეთერში მიეჭრა და ყვირილით ცდილობდა, ჟურნალისტისთვის ჩართვა ჩაეშალა. 

ადგილზე იმყოფებოდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ფარესაშვილი ირაკლი მილაძეს სამედიცინო დასკვნას სთხოვს და მომხდარ ძალადობას პასუხისმგებლობას იხსნის იმ არგუმენტით, რომ ძალადოფის ფაქტი უშუალოდ უნივერსიტეტის ტერიტპრიოაზე არ მომხდარა.

 

მსგავსი სიახლეები