10 კაცი მირტყამდა, მანქანაში რომ ჩამაგდეს, მინიმუმ, 10 წუთი მირტყამდნენ - პარლამენტთან დაკავებული ზუკა ჩაკვეტაძე
"ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა" - პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს კიდევ ერთი დაკავებული, რომელმაც დიღმის მთავარი სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ზუკა ჩაკვეტაძე ყვება, რომ დაკავების დროს მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ შემდეგ საპოლიციო მანქანაშიც. ჩაკვეტაძის თქმით, მინიმუმ, 10 სამართალდამცავი ურტყამდა.
პარლამენტის უკანა მხარეს დამაკავეს და მონაწილეობა მიიღო, ვისაც შეეძლო - სპეცრაზმი, პოლიცია, ვინც იდგა, ყველა მონაწილეობას იღებდა. პოლიციელების ხაზებს გამატარებდნენ - ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა, მერე მე ცოტა ფიზიკურად ძლიერი ვარ და თავის ჩახრას ბოლომდე ცდილობდნენ და გავუძალიანდი ბოლომდე და კიდევ უკნიდან გამოყვნენ და ვისაც შეეძლო ყველა მირტყამდა. მინიმუმ, 10 კაცი მირტყამდა, იქ სადღაც ცენტრში დამაგდეს, იქ ქვემოთ დაგდებულს მირტყამდნენ, მანქანაში რომ ჩამაგდეს, კიდევ მანქანაში, მინიმუმ, 10 წუთი მირტყამდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ და სიტყვით შეურაცხყოფაც რაღაც საზიზღრობა,“ - ამბობს ზუკა ჩაკვეტაძე.