მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ

28.05.24 12:41
მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ

პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში ერთი-მეორეს მიყოლებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ.

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,  - ნათქვამია ტექსტში. 

ამ შინაარსის "სთორები" სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა - თამარ ხაჟომია (თბილისის საქალაქო სასამართლო) ეკა არეშიძე (თბილისის საქალაქო სასამართლო); მადონა
მაისურაძე (რუსთავის საქალაქო სასამართლო); ლევან დარბაიძე (გორის რაიონული სასამართლო); ქეთევან მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო); ნინო ბაქაქური ( უზენაესი სასამართლოს წევრი). 

მსგავსი სიახლეები