რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა, მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და პარლამენტის შენობა გვერდითა გასასვლელიდან დატოვეს, ერთ-ერთმა მოქალაქე მას აედევნა და "მონას" ეძახდა.
ამ დროს დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.