ხალხის პასუხი რუსული კანონის მიმღებ დეპუტატებს

29.05.24 20:14
ხალხის პასუხი რუსული კანონის მიმღებ დეპუტატებს

ოლიგარქის პარტია რუსული კანონის შედეგს მისი დამტკიცებიდან პირველივე დღეს იმკის.  ივანიშვილის რეჟიმს ნამდვილად  მძიმე დღე გაუთენდა.

ოლიგარქის  დეპუტატები და მათი მხარდამჭერები რეპრესიული კანონისთვის პასუხს  ქუჩაში ქართველი ხალხისგან იღებენ. ამაზე მძიმე რეალობა "ქართული ოცნებისთვის" ალბათ წარმოუდგენელი იყო. მათ ქართველი ხალხი საქართველოს  ინტერესების ღალატისთვის  პრაქტიკულად ქუჩაში ასამართლებს.

ქიქოძის 5 ნომერში  მდებარე მარკეტის დახლები დღის ბოლომდე სრულად დაცარიელდა.  მაღაზია სახელწოდებით "მეტი თავისუფლებისთვის",  რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამის მიზეზი კი ვიქტორ ჯაფარიძის საბედისწერო ფორთოხალი გახდა. ერთი დეპუტატის  წინააღმდეგ პროტესტმა ახალგაზრდა წყვილის  მაღაზიასთან მყიდველების ჯარი დააყენა.  ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც ვიტალი გუგუჩიასა და  მირანდა ჯობავასთან  სამოქალაქო პოზიციის გამო მადლობის გადასახდელად მივიდნენ.

ხალხის პასუხი " ოცნებას"- რუსუდან ჯაბანიშვილის სპეციალური რეპორტაჟი