შემდეგი არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალზე - სამადაშვილი
"სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ივნისში ევროპული საბჭო შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ გაიხსნება რუსული კანონის მიღების გამო," - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი საუბრობს.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - უნდათ რუსეთი თუ უნდათ ევროპა.
შესაბამისად, ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ შემდეგი არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალზე. ვისაც სურს რუსეთში ცხოვრება, ის წავა და შემოხაზავს ივანიშვილის პარტიულ ნომერს 41-ს და ვისაც სურს ევროპული მომავალი, მოძებნის ოპოზიციურ სპექტრში მისთვის მისაღებ პროდასავლურ პარტიას,“ - ამბობს სამადაშვილი.