ხაბარელი: ბაქოდან არის თუ გამოძიება არ დაწყებულა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით

30.05.24 13:34
ხაბარელი: ბაქოდან არის თუ გამოძიება არ დაწყებულა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით

"ბაქოდან არის თუ გამოძიება არ დაწყებულა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით" - ასე პასუხობს "პირველების" კითხვას "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი.

ხაბარელი ეხმაურება მუქარის შემცველ ზარებს, რა დროსაც რუსული კანონის მოწინააღმდეგებს ურეკავდნენ სხვადასხვა ქვეყნის ინდექსიანი ნომრებით და ემუქრებოდნენ. ხაბარელი ამბობს, რომ ამ თემაზე მას პასუხი არ აქვს, სამაგიეროდ ყვება დეპუტატების მიმართ მუქარაზე.

რანაირი უმსგავსოებებიც ხდება დღეს ამ ადამიანებისგან, რომლებიც შეტევას ახორციელებენ დეპუტატებზე, ოჯახის წევრებზე, ეს შემიძლია გითხრათ, ის დანარჩენი - ბაქოდან არის თუ გამოძიება არ დაწყებულა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით,“ - ამბობს შოთა ხაბარელი.

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ.  

მსგავსი სიახლეები