კახაძე მუქარის ზარებზე: ამ ქვეყნის ხელისუფალს ეს არასდროს განუზრახავს

30.05.24 13:37
კახაძე მუქარის ზარებზე: ამ ქვეყნის ხელისუფალს ეს არასდროს განუზრახავს

"ამ ქვეყნის ხელისუფალს ეს არასდროს განუზრახავს" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე მუქარის შემცველ ზარებზე დასმულ კითხვას.

კახაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან დარეკვა და მუქარა, ხელისუფლების განზრახვა არ არის. 

აქ არსად დავალებას არ აძლევს, ასეთი ხელისუფლება არ არის. ამ ქვეყნის ხელისუფალს ეს არასდროს განუზრახავს. იქნება შეტანილი დოკუმენტი, დადასტურებული ფაქტებით, არცერთი გამოუძიებელი ფაქტი არ დარჩება,“ - ამბობს ლადო კახაძე.

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ.  

მსგავსი სიახლეები