ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით კობახიძისთვის მიემართა - პაპუაშვილი
ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ პრემიერთან "დისკუსიასა და დებატებში შესვლა ვერ გაბედა"
„ესეც აჩვენებს, რომ მყვირალა ფრაზების უკან სინამდვილეში რადიკალური დღის წესრიგის მქონე რამდენიმე ადამიანის ჯგუფი დგას, რომელიც თავს პოლიტიკოსს უწოდებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.