მინისტრს აქციაზე მისვლა არ შეუთანხმებია, თუმცა ქართველებისთვის სოლიდარობის გამოხატვა სწორია - კალასი

30.05.24 14:43
მინისტრს აქციაზე მისვლა არ შეუთანხმებია, თუმცა ქართველებისთვის სოლიდარობის გამოხატვა სწორია - კალასი

მინისტრ მარგუს ცაჰკნას აქციაზე მისვლა არ შეუთანხმებია, თუმცა ქართველებისთვის სოლიდარობის გამოხატვა სწორია - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალას ესტონელი დეპუტატის, „ესტონური ცენტრის პარტიის“ წევრის ლაური ლაატსის კითხვის პასუხად განაცხადა.

მე არ განვსჯი ამ პერფორმანსს [საპროტესტო აქციაზე მისვლას] - ხაზგასმის განაცხადა კალასმა.

დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, მიიჩნია თუ არა საგარეოს საქმეთა მინისტრის საქციელი მიზანშეწონილად და იყო თუ არა ეს წინასწარ შეთანხმებული.

„[მთავრობასთან] განიხილა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო აქციაზე დასწრებაზე? – არა, არ განუხილავს, მაგრამ რაც ცხადია არის ის, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ რეფორმების კუთხით, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის საქართველოს შიდა საკითხი, აქ რეალურად მთელი ევროკავშირის სანდოობა დგას სასწორზე.

მე არ განვსჯი ამ პერფორმანსს [საპროტესტო აქციაზე მისვლას]. რა თქმა უნდა, სტილი ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ ის, რომ ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები წავიდნენ საქართველოში, რათა გამოეხატათ სოლიდარობა ქართველ ხალხისადმი, ვფიქრობ, ეს სწორია, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარესაა“, – განაცხადა კაია კალასმა.

14 მაისს, თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ყველა მათგანი რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა. მათ შორის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციისთვის მოწყობილი სცენაზეც ავიდნენ, ქართველ ხალხს მიმართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს.

საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლა კრიტიკის საგანი გახდა საქართველოს მთავრობისთვის.

მსგავსი სიახლეები