უნგრეთი შესაძლოა ბრიუსელში დაკავებულ მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს - POLITICO
დაისჯება თუ არა ვიქტორ ორბანი ევროკომისიაში პოზიციების დასუსტებით უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო.
უნგრეთი შესაძლოა ბრიუსელში დაკავებულ მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს - ამ სათაურით, POLITICO-ს სამ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის პოზიციების გამო, ევროკავშირის ლიდერები მის "დასჯას" გეგმავენ.
გამოცემა წერს, რომ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის უახლოესი მოკავშირეა ევროკავშირში და ევროპის ლიდერები სულ უფრო აღშფოთებულნი არიან სანქციების გაჭიანურებითა და კიევისთვის თანხების მიწოდებაზე წინააღმდეგობით.
უნგრეთს გაფართოების საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების შენარჩუნება სურს, რითაც მომავალშიც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს არ აქვთ სურვილი, ბუდაპეშტის ამჟამინდელ კომისარ ოლივერ ვარჰეის (ან სხვა ნებისმიერმა უნგრელს) ასეთი მთავარი როლი შეუნარჩუნდეთ.
POLITICO წერს, რომ ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, დაადანაშაულეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ პოლიტიკის შელახვაში, დაბნეულობის შემოტანაში საქართველოსთან მიმართებაში, ფართოდ დაგმობილი "უცხოელი აგენტების" კანონის თაობაზე.
გამოცემის თქმით, მანამდე კიდევ ერთმა, მეოთხე დიპლომატმა გამოთქვა შეშფოთება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში ვარჰეის როლის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი ღიად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის წევრობას.
"ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიღებთ იმით, რომ მელა დავაყენეთ საქათმის მეთვალყურედ", - განუცხადა ელჩმა POLITICO-ს Brussels Playbook-ს.