"რჩევები და მუქარები განსხვავებული რაღაცებია. სახელმწიფო შიდა საქმეებში ჩარევა კიდევ უფრო სხვა რაღაცაა" - ბოჭორიშვილი კალასის განცხადებაზე
"რჩევები და მუქარები განსხვავებული რაღაცებია. სახელმწიფო შიდა საქმეებში ჩარევა კიდევ უფრო სხვა რაღაცაა", - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე "პირველების" ჟურნალისტის კითხვას ესტონეთის პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ესტონეთის პრემიერის განცხადება არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ "რჩევები და მუქარები განსხვავებული რაღაცებია".
ბოჭორიშვილმა გააკრიტიკა ესტონეთის პრემიერი კაია კალასი, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის და ეს აღარ არის მხოლოდ შიდა საკითხი.
რჩევები და მუქარები განსხვავებული რაღაცებია. სახელმწიფო შიდა საქმეებში ჩარევა კიდევ უფრო სხვა რაღაცაა. რაღაცები გვერევა ერთმანეთში. კარგად შეხედეთ. მერე რა, სტატუსი რომ გვაქვს? სტატუსი გვაქვს და მივყვებით იმ საქმეს, რაც სჭირდება ქვეყნის იმგვარ დონეზე მიყვანას, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს,“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
ესტონეთის პრემიერის კაია კალასის თქმით, მაშ შემდეგ, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და "ეს აღარ არის საქართველოს შიდა საკითხი, აქ რეალურად მთელი ევროკავშირის სანდოობა დგას სასწორზე".
რაც ცხადია, არის ის, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ რეფორმების კუთხით, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის საქართველოს შიდა საკითხი, აქ რეალურად მთელი ევროკავშირის სანდოობა დგას სასწორზე," - ამბობს კალასი.