სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ონკოპაციენტებს ყველა იმ მედიკამენტზე აქვთ წვდომა, რაც მათ მკურნალობას სჭირდება

30.05.24 15:58
სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ონკოპაციენტებს ყველა იმ მედიკამენტზე აქვთ წვდომა, რაც მათ მკურნალობას სჭირდება

მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ონკოპაციენტებს ყველა იმ მედიკამენტზე აქვთ წვდომა, რაც მათ მკურნალობას სჭირდება. 

ჯანდაცვის მინისტრი დღეს ისრების გადატანას კერძო სექტორზე ცდილობდა და ამბობდა, რომ თუ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტია, ეს კერძო სექტორთან არის სამუშაო.

სამედიცინო სექტორში არსებობს კერძო ბაზარი და არსებობს სახელმწიფოსგან დაფინანსებული და სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი ბაზარი. უკლებლივ ყველა მედიკამენტი, რაც პაციენტის მკურნალობას სჭირდება, რა თქმა უნდა ადგილზეა. უშუალოდ პროგრამაში ჩართულ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს გარკვეული დეფიციტები, ეს კერძო სექტორთან სამუშაო იქნება. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ონკოლოგიურ პაციენტს არ გააჩნია მისთვის აუცილებელ მედიკამენტზე, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის განსაზღვრული, წვდომა", - ამბობს სარჯველაძე.

ონკოპაციენტები, რომელთა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა დღეს პარლამენტთან აქცია გამართეს, ამბობდნენ, რომ მძიმე დაავადების მქონე პირებს სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ხშირ შემთხვევში არ უფინანსებენ, დაფინანსების შემთხვევაში კი ბაზარზე ამ მედიკამენტების დეფიციტია.

მსგავსი სიახლეები