"ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია - ვაშაძე

30.05.24 16:04
"ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია - ვაშაძე

""ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს.

როგორც ვაშაძე ამბობს, ევროპელ პარტნიორებთან ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა და შესაბამისად, შეუძლია თქვას, რა განწყობები აქვთ მათ "ოცნების" მიმართ:

ძალიან ბევრ ჩვენი ქვეყნის მეგობართან მქონდა კონტაქტი და ზუსტად ამ პოზიციიდან გამომდინარე, ღიად შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, დამთავრებულია. მოლაპარაკებები საქართველოსთვის არათუ არ გაიხსნება, ღიად ვამბობ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ვადით შეჩერებულია ნებისმიერი ინტეგრაციის პროცესი,“ - ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები