აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

30.05.24 16:30
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა. "პირველები" ყოფილ ამღალჩინოსანთან დაკავშირებას ამ წუთებში ცდილობს და ოფიციალური კომენტარის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

სულხან ღლონტის გადადგომის ფაქტს  ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ. მათი თქმით, ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გადადგომის ფაქტი, თავდაპირველად AJARATIMES.GE-მ გაავრცელა. 

სულხან ღლონტი მანამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობდა. ღლონტი ასევე, იყო უმაღლესი საბჭოს  “ქართული ოცნების” დეპუტატი 2012-16 წლებში. მანამდე კი, ოპოზიციური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი აჭარაში. მას ამ პარტიისთვის  2012 წელს 5 000 ლარი აქვს შეწირული.

მსგავსი სიახლეები