კიდევ ერთხელ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები - ეს არის "ოცნების" მხარეს - ოხანაშვილი არასამთავრობოებს

30.05.24 17:09
კიდევ ერთხელ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები - ეს არის "ოცნების" მხარეს - ოხანაშვილი არასამთავრობოებს

"კიდევ ერთხელ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები - ეს არგუმენტები არის ქართული ოცნების მხარეს," - ასე პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მესამე სექტორი ვერც საკონსტიტუციო სასამართლოში დაადგენს, რომ კანონი მავნეა.

ერთხელ ხომ გახსოვთ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც ხმალამოღებით გადაეფარნენ პრეზიდენტად წოდებულს და გახსოვთ იქ წარმართული სამართლებრივი განხილვა და გახსოვთ სამართლებრივი შედეგი. კიდევ ერთხელ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სად არის არგუმენტები - ეს არგუმენტები აის ქართული ოცნების მხარეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართო, რომ ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ, გამოუსწორებელ შედეგებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს საფუძველი ნორმის შეჩერებაზე იმსჯელო, თუმცა ესეც იმდენად აბსურდულია, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით დაველოდებით საბოლოო მოტივაციას და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო თუ სხვა ინსტიტუციები, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

რუსულ კანონს არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, გეგმავენ დავას ევროსასამართლოშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაჩერდოს კონკრეტული ნორმების მოქმედება რუსული კანონიდან.

შეუერთდებიან თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტი და ომბუდსმენი - რა გეგმა აქვთ არასამთავრობოებს.
 

მსგავსი სიახლეები