გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ დატოვა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, გიორგი სურმანიძემაც დატოვა.
უწყებაში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. კონტაქტზე არ გამოდის თავად სურმანიძეც.
"ტვ პირველი" ამ დრომდე ცდილობს მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის კომენტარის მოპოვებას, თუმცა ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც SMS შეტყობინებებს არ პასუხობს.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულხან ღლონტმა "პირველებს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.