იმედი მაქვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დაადგება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას - კოპალეიშვილი

30.05.24 17:13
იმედი მაქვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დაადგება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას - კოპალეიშვილი

"იმედი მაქვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დაადგება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას და არ იტყვის, რომ ეს კანონი კონსტიტუციის შესაბამისია,“ - ამ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი "პირველებთან" აკეთებს.

კოპალეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის მზადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა საფუძველი არსებობს, რათა სასამართლომ დროებითი გადაწყვეტილება გამოაცხადოს და კანონის ამოქმედება შეაჩეროს.

ამ კანონს აქვს რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, კონსტიტუციურ პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან, კონსტიტუციით გათვალისწინებულ 78-ე მუხლთა და შესაბამისად, ყველა სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ ეს კანონი გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სასამართლომ პირველადი, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომ ეს კანონი არ ამოქმედდეს არის ის, რომ მიიღოს მისი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დაადგება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას და არ იტყვის, რომ ეს კანონი კონსტიტუციის შესაბამისია,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი.

რუსულ კანონს არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, გეგმავენ დავას ევროსასამართლოშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაჩერდოს კონკრეტული ნორმების მოქმედება რუსული კანონიდან.

შეუერთდებიან თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტი და ომბუდსმენი - რა გეგმა აქვთ არასამთავრობოებს.

 

მსგავსი სიახლეები