დროებითი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია და შორეულ პერსპექტივაში საქართველო წააგებს სტრასბურგში - ერემაძე
"დროებითი ღონისძიების გამოყენება არის შესაძლებელი და შორეულ პერსპექტივაში სამწუხაროდ, საქართველო წააგებს სტრასბურგში", - ამ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე აკეთებს.
ერემაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, სადაც სამოქალაქო სექტორის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ რუსულ კანონთან დაკავშირებით.
იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ შესაბამისმა სუბიექტებმა, პირველი, ამ კანონს უკვე უნდა ჰყავდეს მსხვერპლი, რომელიც უფლების დარღვევის შემდეგ გაივლის ყველა შიდა ეროვნულ მექანიზმს, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საიმისოდ, რომ სასამართლომ მიიღოს წარმოებაში და შეძლოს მსჯელობა. დიახ, დროებითი ღონისძიების გამოყენება არის შესაძლებელი და შორეულ პერსპექტივაში სამწუხაროდ, საქართველო წააგებს სტრასბურგში - სტრასბურგი მიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს წინააღდეგ, ის, ისევე როგორც რუსეთის საქმეზე დაადგენს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას,“ - ამბობს ქეთევან ერემაძე.
რუსულ კანონს არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, გეგმავენ დავას ევროსასამართლოშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაჩერდოს კონკრეტული ნორმების მოქმედება რუსული კანონიდან.
შეუერთდებიან თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტი და ომბუდსმენი - რა გეგმა აქვთ არასამთავრობოებს.