პაპუაშვილმა დეკანოიძეს აქციაზე დაკავებული აქტივისტის საპატიმროში მოენახულების უფლება არ მისცა
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტის მონახულების უფლება არ მისცა.
ხატია დეკანოიძე წერს, რომ მას საპატიმროში ომარ ოკრიბელაშვილის მონახულება სურდა, რომელიც ამბობდა, რომ ციხეში ცუდი პირობებში იყო.
საუბარია, ომარ ოკრიბელაშვილზე, რომელსაც შსს პარლამენტთან, ანტირუსული აქციის დროს რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება.
შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, რომელსაც ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა და ციხეშიც ცუდ პირობებში იყო. ამაზე წერდა ნანუკაც და საუბრობდა მედია"- დაწერა ხატია დეკანოიძემ.