დატბორილი ქუჩები და დაზიანებული დეკორაცია - ძლიერი სეტყვა თბილისში (ფოტო/ვიდეო)
დედაქალაქი პრაქტიკულად პარალიზებულია. დატბორილია ყველა ქუჩა. წყალი შევარდა კორპუსების სადარბაზოებშიც. თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია. ძლიერ ნალექს თან ახლავს სეტყვა, რამაც ავტომობილები დააზიანა, ზარალი სავარაუდოდ დიდია.
სტიქიამ ჩამოშალა ყველა დეკორაცია, რომელიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის რუსთაველის გამზირზე განათავეს.
თბილისის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.