გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტმა აკრედიტაცია მაკა ჩიხლაძესაც შეუჩერა

05.06.24 16:32
გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტმა აკრედიტაცია მაკა ჩიხლაძესაც შეუჩერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, "ნოდარ მელაძის შაბათის" კიდევ ერთ ჟურნალისტს და ამავე გადაცემის მთავარ პროდიუსერ მაკა ჩიხლაძეს პარლამენტში შესვლა შეუზღუდეს.

დოკუმენტი 21 მაისით თარიღდება და მას ხელს პარლამენტის აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე აწერს. 

მაკა ჩიხლაძეს პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს.

აღსანიშნავია, რომ მაკა ჩიხლაძე დეპუტატ მაჭარაშვილთან ინტერვიუზე მივიდა, "ხალხის ძალის" ლიდერი დაეთანხმა ინტერვიუს,  დაიწყო ჩაწერა, თუმცა მაჭარაშვილის გაღიზიანება ბიძინა ივანიშვილის შვილის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და ჟურნალისტის დასანქცირება მოითხოვა. 

 

 

 მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება: "ოლიგარქის ერთადერთი ქალიშვილი: შეცვლილი სახელით ამერიკული პასპორტის მოლოდინში"

  • დღესვე გაირკვა, რომ სოზარ სუბარის მოთხოვნით, პარლამენტში შესვლა TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც შეუზღუდეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. აკრედიტაცია შეუჩერეს "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტსტებს. 

მსგავსი სიახლეები