შემდეგი არჩევნები 2024 წელს გაიმართება - ირაკლი ღარიბაშვილი

16.03.21 18:28
შემდეგი არჩევნები 2024 წელს გაიმართება - ირაკლი ღარიბაშვილი

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრების დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

 ჩემზე არ არის დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა განმეორებითი არჩევნები, კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია ამის შესახებ. ევროპამ ჩვენი არჩევნები დადებითად შეაფასა და შემდეგი არჩევნები 2024 წელს გაიმართება - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის პრეზიდენტსა და მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატებს შეხვდა და საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გეგმაზე ესაუბრა.