"გრიგოლ ლილუაშვილი არ იქნება დასანქცირებული, არ უნდა იყოს და იმიტომ" - ბატიაშვილი
შეეხება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების პირველი პაკეტი გრიგოლ ლილუაშვილს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის უფროსი დასანქცირებულთა სიაში არ მოხვდება.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ არ შეიყვანენ ლილუაშვილს შავ სიაში, ბატიაშვილი პასუხობს, "არ უნდა იყოს და იმიტომ".
მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ," - განაცხადა ბატიაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში ელოდებიან. სუს-ის ხელმძღვანელმა უწყების მუშაობის წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.
უკვე ცნობილია, რომ ანგარიშში საგამოძიებო უწყება წერს, რომ ქვეყნაში ანტიდასვლური განწყობები ღვივდება, მაგრამ ვინ ქმნის ამ რელობას, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. 53-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გავლენების მოპოვებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ცდილობენ, თუცმა რომელ ქვეყნებს გულისხმობს, ლულუშვილი არ აკონკრეტებს.
დოკუმენტში მთავარ საფრთხედ რუსეთი ისევ არ არის მოხსენიებული და ერთი-ერთში "ოცნების" პროპაგანდა მეორდება.