რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს

12.06.24 13:01
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს. ინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ვრცელდება. 

საქმე ეხება ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გაჟრერებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და რუსეთის მთავრობები, სავარაუდოდ, აქტიურად მუშაობენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და მოსკოვში საქართველოს საელჩოს გახსნაზე.

ვერ ვხედავთ აზრს, კომენტარი გავაკეთოთ იმ სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაციაზე, რომელსაც ქართული ოპოზიციური რესურსები ავრცელებენ, - აცხადებს რუსულ მედიასთან ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები