ჯერ არ მოუცია იმის საფუძველი, რომ ვიბრძოდე ქალბატონი ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის - ხვიჩია
ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად ხელმეორედ წარდგენას მხარს არ უჭერს, "გირჩია". იაგო ხვიჩიამ "პირველებთან" განაცხადა, რომ პარტიისთვის კონსულტაციებისა და დისკუსიის გარეშე კატეგორიულად მიუღებელია მოქმედი პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყნის განვითარების კუთხით საკმარისს არ აკეთებს - "არ მოუცია იმის საფუძველი, რომ მე ვიბრძოდე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის".
ჩემთვის ჯერ ქალბატონ სალომეს არ მოუცია იმის საფუძველი, რომ მე ვიბრძოდე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვხედავ ეფექტურად გამოყენებას იმ რესურსების, რომელიც ქალბატონი სალომეს ხელშია და რომლის გამოყენებაც მას შეუძლია. მაგალითად, შეწყალების ინსტრუმენტი. მაგალითად, უფრო სერიოზულ თემებზე დისკუსიის მოწყობა, ვიდრე, პირობითად, რაღაც ქარტიის წარმოდგენაა, რომელიც ორ კვირაში არავის არ ახსოვს. "მე კარგი ვარ და მოდი მხარი დამიჭირე", ასე მხარს ჩვენ არავის არ ვუჭერთ. კონკრეტული კითხვები გვაქვს და როდესაც მხარს უჭერ ვინმეს, მის მომავალ ქმედებებზე იღებ პასუხისმგებლობას. ამასთან დაკავშირებით ლაპარაკის გარეშე პირდაპირი მხარდაჭერა არასერიოზული იქნება. ჩვენ არც საკუთარ თავს ვაკადრებთ ამას და არც პრეზიდენტს", - ამბობს ხვიჩია.
სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხვას, რომ მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი - "თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი გამიხარდება" - უთხრა გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.