რუსული კანონის მიმღები წილოსანი პრეზიდენტს "ქვეყნის მტრობაში" შემჩნეულს უწოდებს

12.06.24 14:00
რუსული კანონის მიმღები წილოსანი პრეზიდენტს "ქვეყნის მტრობაში" შემჩნეულს უწოდებს

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას კვლავ აგრძელებს - ამჯერად პრეზიდენტზე იერიში უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა მიიტანა.

რუსული კანონის ხელმომწერმა დეპუტატმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს "უპრინციპო" უწოდა და "ქვეყნის მტრობაში" დაადანაშაულა.

"პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას" - ამბობს წილოსანი და ზურაბიშვილის ქმედებებს "ამორალურად" მოიხსენიებს.

მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი და ამიტომ სადღაც უნდა გადასულიყო. ამიტომ პრეზიდენტმა უმასპინძლა დიდწილად ალბათ, იმ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ ამ პროცესებში. პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს თავისი ამორალურობის და გარკვეულწილად, უპრინციპობის ნათელ მაგალითს. ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იქნება ახალგაზრდების მხარდაჭერა, ან ვინმემ თუ შეიძლება მხარი დაუჭიროს, უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულ პრეზიდენტს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი საკუთარ არჩევანს აკეთებს ახალგაზრდა იქნება, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი. ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას. სულისკვეთება ნათელია. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს აკეთებს," - განაცხადა წილოსანმა.

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხვას, რომ მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი - "თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი გამიხარდება"  უთხრა გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.   

მსგავსი სიახლეები