ვის მიიჩნევს სუსის უფროსი მტრულ სახელმწიფოდ, ვინ გეგმავს რევოლუციას - სუსის უფროსი მწვავე კითხვების პირისპირ

12.06.24 15:11
ვის მიიჩნევს სუსის უფროსი მტრულ სახელმწიფოდ, ვინ გეგმავს რევოლუციას - სუსის უფროსი მწვავე კითხვების პირისპირ

ვის მიიჩნევს სუსის უფროსი მტრულ სახელმწიფოდ და ვინ გეგმავს საქართველოში რევოლუციას და ხელისუფლების დამხობას? - კითხვებზე პასუხის გაცემა ცოტა ხანში სუსის უფროსს მოუწევს. გრიგოლ ლილუაშვილი უწყების წლიურ ანგარიშს წარდგენს, რის შემდეგაც მას კითხვებს დეპუტატები დაუსვამენ. 

ოპოზოციის ნაწილი ლილუაშვილის მოსმენას არ აპირებს. ფქრობენ, რომ სუსის ერთადერთი ფუნქცია უკანონო თვალთვალი და მიყურადებაა და სანამ ამ უწყების რეფომა არ ჩატარდება, მისი შეფის ანგარიშიც არაფრის მომცემი  იქნება.

სხდომას დაესწრება ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომელიც ამბობს, რომ ლილუაშვილთან არაერთი კრიტიკული კითხვა აქვს.

არ წერია რუსეთი, ბუნებრივია, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტად არის წარმოჩენილი, მე მაინტერესებდა, დასავლეთი აკეთებს თითონ ამ დაზიანებას ურთიერთობების თუ რუსეთი, რომელიც პირდაპირ საინფორმაციო ომის მეშვეობით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ ყველაფერს ახორციელებს, ისევე როგორც გადატრიალებების დაუსრულებელი ციკლი, რომელიც პოლიტიზაციის ნიშანია სუსის, რომელიც არასდროს სრულდება გამოძიების შედეგით. შესაბამისად, ბუნებრივია, არის აქ ერთის მხრივ, შინაარსობრივი კითხვები, არის პოლიტიკური კითხვები, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

 

 

მსგავსი სიახლეები