ვოლსკი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში გიორგი გახარიაც იყო ჩართული
"ქართული ოცნების" ლიდერი გირგი ვოლსკი სუს-ის სკანდალურ ანგარიშს სრულად ეთანხმება და ამტკიცებს, რომ საქართველოშ კონკრეტული ძალები გადატრიალებას ნამდვილად გეგმავნდნენ. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ამ პროცესში ყოფილი პრემიერი, გახარიაც ჩართული იყო.
ამასთან, ვოლსკი ირწმუნება, რომ ქვეყანის ხელისუფლებაში მოსვლას ის ადამიანები ცდილობენ, რომლებიც ანტიდასავლურ განწყობებით გამოირჩევიან.
ისე ნუ გააკეთებთ, თითქოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდით და გუშინ ჩამოხვედით. ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა პროცესები, როცა პარლამენტზე შეტევა, ცესკოზე შეტევა გადაიზარდა ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაზედაც დიდი ხნის წინაც საუბრობდნენ და ამაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარიაც კი იყო ჩართული. რეალურად, ეს სიტუაცია გვქონდა და ამ სიტუაციაზე თუ ლაპარაკია სუსის ანგარიშით, რასაკვირველია, გასაკვირი ამაში არაფერია. ანტიდასავლურ განწყობებს ქმნიან ადამიანები, რომლებმაც ანტიდასავლური დამოკიდებულებები მოქმედებაში გამოავლინეს. ეს ანტიდასავლური ძალები დღეს ცდილობენ ისევ ხელისუფლებაში მოსვლას, - ამბობს ვოლსკი.
გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში ელოდებიან. სუსის ხელმძღვანელმა უწყების მუშაობის წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.
უკვე ცნობილია, რომ ანგარშში საგამოძიებო უწყება წერს, რომ ქვეყნაში ანტიდასვლური განწყობები ღვივდება, მაგრამ ვინ ქმნის ამ რელობას, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. 53 გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გავლენების მოპოვებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ცდილობენ, თუცმა რომელ ქვეყნებს გულისხმობს, ლულუშვილი არ აკონკრეტებს.