სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა MASSIVE ATTACK-ის კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა წაგართვეს - წილოსანი

12.06.24 15:28
სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა MASSIVE ATTACK-ის კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა წაგართვეს - წილოსანი

MASSIVE ATTACK-ის კონცერტის გაუქმების გამო "ქართულ ოცნებას" ისრები სალომე ზურაბიშვილისკენ გადააქვს - ნინო წილოსანი ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის ღონისძიების გაუქმებაში საქართველოს მოქმედ პრეზიდენტსა და ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს ადანაშაულებს.

რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ეს ადამიანები ევროპაზე საქართველოს ნაკრების წაგებასაც გულშემატკივრობენ".

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს.

აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანები საქართველოს ნაკრების წაგებას გულშემატკივრობენ ევროპაზე. არჩევანი ამ ორ ძალას შორის მარტივია" - წერს წილოსანი.

"Massive Attack"-ის პასუხი "ქართული ოცნების" ძალადობაზე - ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი წერს, რომ 28 ივლისს, "Black Sea Arena"-ზე ჩანიშნულ კონცერტს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების შელახვისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო აუქმებს.

"Massive Attack" სოციალურ ქსელ "X"-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის ფოტო-კადრს ავრცელებს და წერს, რომ ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივად ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს.

ჯგუფი სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს. 

მსგავსი სიახლეები