რუსული სამხედრო პორტი ოჩამჩირეში - რას ამბობს ლილუაშვილი?
რუსული სამხედრო პორტი ოჩამჩირეში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.
მისივე განცხადებით, აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე ოკუპირებულ ოჩამჩირეში მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება ნაკლებად სავარაუდოა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნის შესახებ ინფორმაცია. ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა. ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება, ნაკლებად სავარაუდოა", - თქვა ლილუაშვილმა.
ცნობისთის, ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. აეროგადაღების კამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ პორტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და იქ რამდენიმე ახალი ნაგებობაც დგას. ბაზის მოდერნიზება რუსეთმა რეკორდულ დროში დაასრულა და იქ ერთდროულად 8 წყალქვეშა ნავი და 5 სამხედრო გემის განთავსდება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს