ოკუპირებული ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა - სუს-ის შეფის კომენტარი

12.06.24 16:18
ოკუპირებული ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა - სუს-ის შეფის კომენტარი

ოკუპირებული ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მოსკოვმა ამ ფაქტით დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი ნების ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროცესი დაიწყო  2022 წელს, რასაც თავდაპირველად ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. თუმცა 2023 წლის ბოლოს გადაცემის პროცესს ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმაც კი, სამწუხაროდ მხარი დაუჭირა. ე.წ. ოპოზიციის რა თქმა უნდა. ჩვენი შეფასებით, ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით, მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი ნების ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი არის უშედეგო", - თქვა ლილუაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების "რატიფიცირება" ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

მსგავსი სიახლეები