რამდენი მილიონით იზრდება ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი?

12.06.24 16:34
რამდენი მილიონით იზრდება ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი?

ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება „საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული. დამტკიცებული პროექტით კი, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი ხდება.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში.

 

მსგავსი სიახლეები