ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკა დატოვა - პირველი ინტერვიუ სასტიკად ნაცემ სამოქალაქო აქტივისტთან
ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკა დატოვა - ე.წ. ტიტუშკების მიერ ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი ახლა ჩვენების მისაცემად ემზადება- გამოძიებას ბერძნიშვილი ინფორმაციას შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგაც მისცემს.
ბერძნიშვილს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, დამტვრეული აქვს ძვლები და დაზიანებები აქვს მთელს სახეზე. თავდასხმიდან კი 24 საათზე მეტი გავიდა. გომელაურის უწყებას დამნაშავეების დასადგენად პირდაპირი მტკიცებულებები აქვს, თუმცა არავის აკავებს.
თავად სამოქალაქო აქტივისტი დარწმუნებულია, რომ ანგარიშსწორება "ქართულმა ოცნებამ" დაუკვეთა.
ჩემზე თავდასხმა აშკარად მანამდეც მზადდებოდა, თუმცა (შალვა) პაპუაშვილმა თავისი ალუბალი დაადო ამ ტორტს. მას მოუწევს თავცადვე მიირთვას თავიდან ბოლომდე ძალიან მალე. პაპუაშვილი რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! - აი ეს კი ნამდვილად გამიკვირდა, ეს ცოტა უცნაურადაც კი მომეჩვენა - გაექცა, ნამეტანი მოსდის. ასე პირდაპირ, ასე ამხელა დანაშაულთან ასე პირდაპირ კავშირი ამხელა თანამდებობის პირს, ბიძინას მონებიც კი ცდილობენ, რომ არ ფიქსირდებოდნენ. არ ვიცი, გაუჩალიჩეს პაპუაშვილს თუ თვითონ გამოიჩინა ამხელა ენთუზიაზმი. საინტერესო ის არის, რომ რაღაცნაირად პაპუაშვილი "სირცხვილიაზეა" მიმაგრებული. არადა, მე და სალომე (ბარკერი) 2 წელიწადია აღარ ვართ "სირცხვილიაში", თუმცა იმდენჯერ გაიმეორა, რომ თურმე გინებაში გვიხდიან, ხან რაში გვიხდიან ფულს. მე აქტივიზმის სანაცვლოდ არასდროს, არავითარი ანაზღაურება არ მკიმიღია. პაპუაშვილი ვერასდროს გაიგებს, თავით რას ვასკდებით"- თქვა აქტივისტმა.
ბერძენიშვილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან მისივე თქმით, ახლა ისეთი მუხლით იძიებს უწყება ამ საქმეს, რომ "რესტორანში რომ შეიძლება დათვრე და ერთმანეთს ეჩხუბო".
თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები. ცხვირის ოპერაცია ჩამიტარდა და 10 წლის წინანდელი ტრავმაც გამისწორეს, ამიტომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რაღაცნაირად სინდისი დამიმშვიდდა იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, რაღაც კითხვები ჩნდება"- თქვა მან.
მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ყოფილ წევრს, ზუკა ბერძენიშვილს 11 ივნისს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
თავდასხმა თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
სამოქალაქო აქტივისტი იხსენებს, რომ მას ცემისას ერთ-ერთი თავდამსხმელი ეუბნებოდა: “შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა, რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1¹ მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 3 ივნისს ზუკა ბერძენიშვილმა ფეისბუზკე დაწერა, რომ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ და ჩაუსაფრდნენ კიდეც, თუმცა თავის დაღწევა მოახერხა.