რევოლუციის, გადატრიალების და დესტაბილიზაციის მცდელობა - რა იყო სუს-ის შეფის მთავარი სათქმელი

12.06.24 17:19
რევოლუციის, გადატრიალების და დესტაბილიზაციის მცდელობა - რა იყო სუს-ის შეფის მთავარი სათქმელი

ისევ რევოლუციის, გადატრიალების და დესტაბილიზაციის პროპაგანდა, ამჯერად სუს-ის შეფისგან. ერთ საათზე მეტია გრიგოლ ლილუაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნები გადატრილებას ამზადებენ, თუმცა ვინ, არ ამბობს. 

სუს-ის შეფი დღეს პარალმენტის ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამს. არ დაუსახელებია არც ის ქვეყანა, ვინც რევოლუციას გეგმავს.

მისი თქმით, "რბილი ძალის" გამოყენებით ხელისუფლების დასამხობად გამოიყენებოდნენ სამოქალაქო ჯგუფის,  მათ შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენლები და სხვადასახვა ღონისძიებები იმართებოდა იმისთვის, რომ ასეთი განწყოები გაღვივებულიყო.

2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას,

გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები.

საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე უარყოფით გავლენას კვლავ ახდენდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში წარმოებული ღონისძიებები, ხოლო ფარული ოპერაციებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც საქართველოში, ისე საკუთარ ქვეყნებში მომქედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, სხვადასხვა სახის ჯგუფების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების, კერძ სექტორის წარმომადგენელტა შესაძლებლობები. ასევე დაფიქსირდა მათ მიერ კონტროლირებადი ჯგუფების კონსოლიდაციისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობები", - განაცხადა ლილუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები