უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მათთან დაკავშირებული პირები საქართველოში - ლილუაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს

12.06.24 17:33
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მათთან დაკავშირებული პირები საქართველოში - ლილუაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს

სუს-ის შეფმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში საუბრისგან თავი შეიკავა.

ლილუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს თქვა, რომ, როცა საუბრობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პირებზე, ეს უნდა დაამტკიცოს შესაბამისმა უწყებებმა და ამის მტკიცებით ფორმაში თქმა, მხოლოდ მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით წარმოებული გამოძიების შედეგად შეიძლება.

ასევე გამოიკვეთა უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მცდელობები, ნუ სავარაუდო ალბათობა მაღალია იმისა, რომ  ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი სპეციალურ სამსახურებთან, ამის მტკიცებით ფორმაში თქმა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით წარმოებული გამოძიების შედეგად, სასამართლოში მსჯელობის შემდეგ. ამიტომაც, როდესაც სპეციალურ სამსახურებთან დაკავბშირებულ პირებზე ვსაუბრობთ, აქ ხდება მაღალი ალბათობით დაკავშირება ამ პირებისა სხვა ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან", - განაცხადა ლილუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები