საპენსიო ფონდი პრემიერის კონტროლის ქვეშ გადადის

12.06.24 17:51
საპენსიო ფონდი პრემიერის კონტროლის ქვეშ გადადის

საპენსიო ფონდი პრემიერის კონტროლის ქვეშ გადადის. მმართველი პარტიის ინიცირებულ ცვლილებებს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს. „ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას უწყების რეფორმირებით ხსნის, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ეს ივანიშვილის პარტიის ახალი თაღლითობა და რეალურად ხალხის  ფულის მითვისების ახალი სპეცოცპერაციაა. 

პარლამენტს ჩამოერთმევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების არჩევის უფლება და საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საბჭოში მოხდება ისეთი პირების არჩევა, ვისი კანდიდატურაც მთავრობას აწყობს და გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი მიღებული, რომელიც პოლიტიკურად მთავრობის ინტერესი იქნება.   პარლამენტისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევის და პრემიერისთვის ამ უფლების მინიჭებით, იზრდება ჩვენი ფულის დაბანდების რისკები.  შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი მძიმე კანონი", - ამბობს თეონა აქუბარდია.

"გირჩის" წევრი, სანდრო რაქვიაშვილის თქმით, საპენსიო ფონდის ფული ძალიან მარტივად შეიძლება ჩაიდოს ანაკლიის პორტში.

ეს ფონდი თავიდან ბოლომდე ფიქციაა, ანუ, თქვენ თუ იმედი გაქვთ, რომ წლების შემდეგ ამ ფულს გაიტანთ, ძალიან უნდა გაგიმართლოთ. ფონდის ფული ძალიან მარტივად შეიძლება ჩაიდოს ანაკლიის პორტში. თუ ვინმეს იმედი აქვთ, რომ 2030 წლის შემდეგ პორტი ისე იმუშავებს, რომ დივინდებს გადაუხდის საპენდიო ფონდს, ნუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, საქართველოს რკინიგზა", - ამბობს რაქვიაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები