კობახიძე და კალაძე დიუსელდორფში ფეხბურთელებს შეხვდნენ - ბუდუმ, კვარამ და ქოჩორამ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს

12.06.24 18:59
კობახიძე და კალაძე დიუსელდორფში ფეხბურთელებს შეხვდნენ - ბუდუმ, კვარამ და ქოჩორამ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად  დიუსელდორფში ჩავიდა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. 

მთავრობის მეთაურმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს. 

„მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას”,- მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.

კობახიძიესთან შეხვედრის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ქოჩორამ კომენტარი არ გაკეთეს, პრემიერის პრესამსახურის გავრცლებულ ვიდეომასალაში მხოლოდ სამი ფეხბურთელის კომენტარია.

ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები