წარმომადგენელია, ფარცხალაძეს თეთრი სახლის რომელიღაც ჩინოვნიკის ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში - ლილუაშვილი
წარმომადგენელია, ფარცხალაძეს თეთრი სახლის რომელიღაც ჩინოვნიკის ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში - ამის შესახებ სუს-ის შეფმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იძლევა საშუალებას, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
ასეთ მძიმე დანაშაულში სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, პირზე ბრალის წაყენება მოითხოვს სტანდარტის უმაღლეს დონეს. თუკი ეს სტანდარტი არ გაქვს, მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არ გაძლევს ამის საშუალებას, ძალიან ძნელია, რომ ფარცხალაძეს, ან ნებისმიერ პირს თეთრი სახლის რომელიღაც ჩინოვნიკის გაცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში. ეს არის წარმომადგენელი.
თქვენი ტელეკომპანიის პოზიცია თუ არის ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, მეგობრული ქვეყნის ჩინოვნიკის მიერ გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები უპირობოდ უნდა ცნობდეს ამ ინფორმაციას ჭეშმარიტებას იმ ფონზე, რომ წერილობით უამრავი შეკითხვაა გაგზავნილი როგორც გენერალური პროკურატურისგან, იუსტიციის სამინისტროსგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, პასუხი კი არ მოგვსვლია. ეს ჩაითვალა იმ გარემოებად, რომ განცხადებას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რაიმე სამხილი ყოფილიყო და მათ ჩვენთვის არ მოეცათ. საქართველოს ტერიტორიაზე რა საგამოძიებო მოქმედებებიც იყო ჩასატარებელი, ჩავატარეთ. თქვენ რას ფიქრობთ, რომ არაპოლიტიკური სადაზვერვო სამსახური კვებავს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ამერიკაში და იმის ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება განცხადებები? ჩვენ არ დაგვიდასტურეს წერილობით", - ამბობს ლილუაშვილი.", - ამბობს ლილუაშვილი.