საიდან აქვთ ე.წ. ტიტუშკებს სამოქალაქო პირების მისამართები და გასცემს თუ არა მათ სუს-ი? - რას ამბობს ლილუაშვილი
ფიზიკური ანგარიშსწორებები, მუქარა, დაშინება და დახვედები რუსული კანონის მოწინააღმდეგეების და ოპოზციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ - საიდან აქვთ ე.წ. ტიტუშკებს კონკრეტული სამოქალაქო პირების მისამართები და პირადი ინფორმაცია და გასცემს თუ არა მათ სუს-ი?
გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ აქტივისტების პერსონალური ინფრომაცია საჯაროა და ამის დასტურად საკუთარი თავი მოჰყვას.
სუს-ის შეფი ამბობს, რომ მისი საცხოვრებლის შესახებ ყველამ იცის. თუმცა ლილუაშვილს ავიწყდება, რომ ის საჯარო პირია, საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფრომაცია კი საჯარო არ არის.
მილიონ ნახევრიან კომუნაში, თბილისში ვინ სად ცხოვრობს არავინ არ იცის? ჩემს სახლთან რომ თავშეყრაა და კონკრეტული ტელეკომპანიების ჩასაფრებაა ესეც მე მივეცი, ან სუს-მა მისცა? უმარტივესია ამის დადგენა. ჩემთან როგორ მოხვედით. რომელი ქვეყნის სპეცსამსახურმა მისცა ამ ტელეკომპანიას ჩემი მისამართი. ან რომელი ქვეყნის სპეცსამსახურმა მისცა მათ ტელეფონის ნომრები მაგალითად უმრავლესობის წევრების ოჯახის წევრებისა. საქართველოში მარტივია. ჩემს ტელეფონში მაქვს 2 500 კონტაქტი, 2 500-მა კაცმა იცის ჩემი ტელეფონის ნომერი. მსგავსად გექნებათ თქვენც. რა უნდა საქართველოში. მე კი არ ვამართლებ ძალადობას, მაგრამ გამიკვირდა, რომ სუს-ის ორგანიზებული უწოდეთ", - ამბობს ლილუაშვილი.